პროექტის სახელწოდება:
ბუნებრივი ზონები
პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლემ გაითავისოს თუ რა ზიანს
აყენებს ადამიანი ბუნებას თავისი დაუდევარი საქმიანობით. რომ ბუნების კანონზომიერების
დარღვევა,დედამიწას მიიყვანს კატასტროფამდე.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეს აღუძრავს სურვილს გაუფრთხილდეს
ბუნებას
პროექტის მიზანი:
მოსწავლეებს შეეძლებათ აღწერონ კლიმატური სარტყლების განაწილება დედამიწის ზედაპირზე.
აღწერს ბუნებრივი ზონალობის გამომწვევ მიზეზებს.
დაახასიათოს ბუნებრივი ზონები ცალ_ცალკე.
დაახასიათოს და დაასახელოს
ზონალობა ოკეანეებსა და მთებში.
მოსწავლეთა
ასაკი:15-18 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა
მოსალოდნელი
შედეგები :
მოსწავლე რუკის
საშუალებით კომპლექსურად ახასიათებს
ბუნებრივ ზონებს.
მსჯელობს მათ ათვისებაზე.
ფოტოსურათების ან რუკის საშუალებით
შეუძლია აღწეროს სხვადასხვა
ტერიტორიებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი
ზონები.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძრვანელო, კომპიუტერი, პროექტორი, კლიმატური სარტყლებისა და ბუნებრივი ზონების
რუკები, ბუნებრივი ზონების
სურათები .
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები
პასუხობენ კითხვებს:
რა არის კლიმატური სარტყელი?
რატომ იცვლებიან
ისინი? ჩამოთვალეთ.
რა არის გარემო?
რას ეწოდება
ბუნებრივი ზონა?
რაზეა დამოკიდებული
ბუნებრივი ზონების ცვალებადობა?
რამდენია ის?
რისი სახელი
დაერქვათ ბუნებრივ ზონებს?
მოსწავლეების დაყოფა
ჯგუფებად. მოსაძიებელი მასალის გადანაწილება:
პირველი ჯგუფი: კლიმატური
სარტყლების განხილვა. არქტიკული და ანტარქტიდული უდაბნოების, ტუნდრისა და ტყეტუნდრის
ბუნებრივი ზონების განხილვა.
მეორე ჯგუფი: ტაიგის, შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეების
ბუნებრივი ზონების განხილვა.
მესამე ჯგუფი: ტყესტეპის, სტეპის
და ნახევარუდაბნოების ბუნებრივი ზონების განხილვა.
მეოთხე ჯგუფი: ხეშეშფოთლიანი
მარადმწვანე ტყეების, ცვალებადტენიანი დაეკვატორული ტყეების
ბუნებრივი ზონების, ასევე ბუნებრივი
ზონების განხილვა ოკეანეებსა და მთებში.
ჯგუფები ცალ-ცალკე
ასრულებენ თავიანთი დავალების მოკლე პრეზენტაციას.
აჩვენებენ სურათებს და საუბრობენ თუ როგორ არის ათვისებული და განადგურებული ესა თუ ის ბუნებრივი ზონა ადამიანების მიერ.
გაიმართება დისკუსია
და გამოთქვამენ თავიანთ
მოსაზრებებს.
საგნებთან კავშირი: ბიოლოგია, ბოტანიკა.
პროექტის ხელმძრვანელი: მაია გვეტაძე.